დეტრივიტი ჟელი #50კაფს-ის გვერდითი ეფექტები
ყველა წამალს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ აღინიშნება. ქვემოთ ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით დაჯგუფებული ცნობები.
ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები. ხანგრძლივი დროით მაღალი დოზებით მიღებისას შესაძლებელია ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის ჭარბი რაოდენობა), რაც ვლინდება სისუსტით, დაღლილობით, გულისრევით, ღებინებით, ყაბზობით, თავის ტკივილით, კუნთების ტკივილით, მომატებული შარდვის სურვილით და თირკმლის ფუნქციის დარღვევით. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.