რა არის დეტრივიტი და რისთვის გამოიყენება?
D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი) აწესრიგებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში. ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას ნაწლავიდან და მის ჩაშენებას ძვლოვან ქსოვილში.
გამოიყენება: D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა; ოსტეოპოროზის (ძვლების გამოფიტვა) პრევენცია, განსაკუთრებით მენოპაუზის შემდეგ; ძვალ-კუნთოვანი სისუსტე ხანდაზმულებში; კალციუმისა და ფოსფორის შეთვისების მოშლით გამოწვეული მდგომარეობები.
ექიმი დანიშნავს მაღალ დოზებს, თუ სისხლის ანალიზით D ვიტამინის მნიშვნელოვანი დეფიციტი დადასტურდა (25-OH-D < 20 ნგ/მლ).