რა არის ბრომჰექსინი ნეო და რისთვის გამოიყენება?
ბრომჰექსინი ნეო მიეკუთვნება მუკოლიზური საშუალებების ჯგუფს, რომლებიც ამცირებენ ნახველის სიბლანტეს და აადვილებენ მის ამოსახველებლად. ეს ხელს უწყობს სასუნთქი გზების გაწმენდას და ამცირებს ხველის ინტენსივობას. გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვების ანთების (პნევმონიის), ბრონქოექტაზიის და სხვა სასუნთქი გზების დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს ნახველის წარმოქმნა და მისი გაძნელებული გამოყოფა. ATC კლასიფიკაციით R05CB02.