რა არის ბეტასერკი ტაბლეტი 24მგ #60 და რისთვის გამოიყენება?
ბეტასერკი (ბეტაჰისტინი) მიეკუთვნება H1-ჰისტამინის აგონისტებისა და H3-ჰისტამინის ანტაგონისტების ჯგუფს. მისი მოქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის ნათელი, თუმცა ითვლება, რომ ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას შიდა ყურში და ამცირებს ენდოლიმფის წნევას. ეს ეფექტი ხელს უწყობს მენიერის დაავადებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებას, როგორიცაა: თავბრუსხვევა (ვერტიგო), ყურებში შუილი (ტინიტუსი), სმენის დაქვეითება და გულისრევა. პრეპარატი განკუთვნილია მენიერის დაავადების მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ამ დაავადებისთვის დამახასიათრებელი სიმპტომები. ექიმის დანიშნულებით, პრეპარატი გამოიყენება ამ სიმპტომების სიხშირისა და სიმძიმის შესამცირებლად.