ბეტასერკი 8მგ #30ტ(ამერ)-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ ბეტასერკი, თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ბეტაჰისტინის ან პრეპარატში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ. არ მიიღოთ, თუ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა). მიიღეთ სიფრთხილით, თუ გაქვთ ან გქონდათ კუჭის წყლული ან ბრონქული ასთმა. ექიმს აუცილებლად აცნობეთ ყველა სხვა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ.