რა არის ბეტადერმი და რისთვის გამოიყენება?
ბეტადერმი შეიცავს ბეტამეთაზონს, რომელიც მიეკუთვნება კორტიკოსტეროიდების ჯგუფს. ის მოქმედებს ადგილობრივად, ამცირებს ანთებას, ალერგიულ რეაქციებს, ქავილს და კანის სიწითლეს. გამოიყენება სხვადასხვა ანთებითი და ალერგიული ხასიათის კანის დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ეგზემა, სხვადასხვა სახის დერმატიტი (კონტაქტური, ატოპური), ფსორიაზი, კანის ქავილი (პრურიტუსი) და სხვა დერმატოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებენ ადგილობრივ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას.
ექიმის დანიშნულებით, ბეტადერმი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. ხანდაზმულ პაციენტებში ან ბავშვებში გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე და ექიმის მეთვალყურეობა.