რა არის აუგმენტინი ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 457მგ/5მლ 70მლ ფლაკონი #1 და რისთვის გამოიყენება?
აუგმენტინი კომბინირებული ანტიბიოტიკია, რომელიც შეიცავს პენიცილინის ჯგუფის პრეპარატს (ამოქსაცილინი) და ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორს (კლავულანის მჟავა). ამოქსაცილინი კლავს ბაქტერიებს, ხოლო კლავულანის მჟავა იცავს ამოქსაცილინს ზოგიერთი ბაქტერიის მიერ გამომუშავებული ფერმენტებისგან, რომლებიც ანადგურებენ ანტიბიოტიკებს. ამ კომბინაციით, აუგმენტინი ეფექტურია ბაქტერიული ინფექციების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, როგორიცაა: მწვავე ბაქტერიული სინუსიტი, მწვავე შუა ოტიტი, მწვავე ბაქტერიული ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონია, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მაგ. ცელულიტი, ცხოველის ნაკბენები), საშარ გზების ინფექციები. ATC კოდი: J01CR02.