აუგმენტინი 625მგ #14ტ-ის გაფრთხილებები
❌ არ მიიღოთ აუგმენტინი, თუ გაქვთ ალერგია ამოქსაცილინის, კლავულანის მჟავას, პენიცილინის ან ამ პრეპარატის სხვა კომპონენტებზე. არ მიიღოთ, თუ წარსულში აუგმენტინით ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკით მკურნალობისას განგივითარდათ სიყვითლე ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ⚠ სიფრთხილით მიიღეთ, თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ანამნეზში გაქვთ ალერგიული რეაქციები. პრეპარატის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს სუპერინფექცია (სხვა ბაქტერიების ან სოკოების ზრდა).