რა არის აცც ® 100 და რისთვის გამოიყენება?
აცეტილცისტეინი (ACC® 100-ის აქტიური ნივთიერება) მუკოლიზური საშუალებების ჯგუფს მიეკუთვნება. ის ამცირებს ნახველის სიბლანტეს, ათხელებს მას და აადვილებს ამოსახველებას. პრეპარატი გამოიყენება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს ბლანტი, ძნელად ამოსაღები ნახველი. ესენია: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ანთება (პნევმონია), ბრონქოექტაზია, მუკოვისციდოზი (ცისტური ფიბროზი). ასევე გამოიყენება სასუნთქი გზების ქირურგიული ჩარევების შემდეგ გართულებების პროფილაქტიკისთვის.