არკოქსია 120მგ #7ტ-ის გაფრთხილებები
❌ არ მიიღოთ არკოქსია, თუ გაქვთ: მომატებული მგრძნობელობა ეტორიკოქსიბის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. აქტიური წყლული ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ანამნეზში კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან პერფორაცია, რომელიც დაკავშირებულია წინა მკურნალობასთან აასს-ით. ღვიძლის ან თირკმლის მძიმე უკმარისობა. ანამნეზში გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიების დაავადება, ცერებროვასკულარული დაავადება. ორსულობა ან ძუძუთი კვება. ⚠ მიიღეთ სიფრთხილით და აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ: გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპებისადმი მიდრეკილება. თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ასთმა, ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილება.