ანალგინი 0.5გ #20ტ (ბულგ)-ის გაფრთხილებები
❌ არ მიიღოთ ანალგინი თუ:
- გაქვთ ალერგია მეტამიზოლ ნატრიუმზე, სხვა პირაზოლონებზე (მაგ. ფენილბუ;ტაზონი, ოქსიფენბუტაზონი) ან პრეპარატის სხვა კომპონენტებზე.
- გაქვთ მედიკამენტებით გამოწვეული აგრანულოციტოზი ან ანამნეზში აღგენიშნება სისხლის დაავადებები.
- გაქვთ მწვავე პორფირია (ღვიძლის ფერმენტული დაავადება).
- გაქვთ თანდაყოლილი გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი.
- ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
- ხართ 10 წლამდე ასაკის (ზოგიერთ ქვეყანაში).
⚠ მიიღეთ სიფრთხილით და ექიმთან კონსულტაციით თუ:
- გაქვთ ბრონქული ასთმა.
- გაქვთ ატოპია (ალერგიული დაავადებები).
- გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
- გაქვთ არტერიული ჰიპოტენზია (დაბალი წნევა) ან გულის უკმარისობა.
- ხართ ალკოჰოლის მოხმარებისადმი მგრძნობიარე.