ამოქსიკლავი ® 2x-ის გაფრთხილებები
❌ არ მიიღოთ ამოქსიკლავი 2X 1000 მგ თუ:
- გაქვთ ალერგია ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას, პენიცილინის ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების ან ამ პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
- წარსულში გქონიათ სიყვითლე ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ამოქსიცილინ-კლავულანის მჟავას კომბინაციით მკურნალობისას.
⚠ მიიღეთ სიფრთხილით და აუცილებლად აცნობეთ ექიმს თუ:
- გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადებები.
- გაქვთ მონონუკლეოზი ან ლეიკემია.
- გაქვთ ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, განსაკუთრებით კოლიტი.
- ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ან ძუძუთი კვებავთ.