რა არის ამბროქსოლი ტაბლეტი 30მგ #20 და რისთვის გამოიყენება?
ამბროქსოლი მიეკუთვნება მუკოლიზურ საშუალებათა ჯგუფს, რომლებიც ამცირებენ ნახველის სიბლანტეს და ხელს უწყობენ მის ამოსახველებლად. პრეპარატი ასტიმულირებს ფილტვებში სურფაქტანტის გამომუშავებას, რითაც აადვილებს ნახველის გამოყოფას. გამოიყენება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავს ბლანტი, ძნელად გამოსაყოფი ნახველი. ესენია: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ანთება (პნევმონია), ბრონქოექტაზია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD).