რა არის ამბროქსი-დენკი 60 და რისთვის გამოიყენება?
ამბროქსოლი მიეკუთვნება მუკოლიზური საშუალებების ჯგუფს. ის ხსნის ნახველს და აადვილებს მის ამოსახველებას სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს ბლანტი, ძნელად ამოსახველებელი ნახველი. ამბროქსოლი ზრდის სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის სეკრეციას, ააქტიურებს წამწამოვან ეპითელიუმს და ასტიმულირებს ნახველის გამოყოფას. ATC კლასი: R05CC02 - ამბროქსოლი.