რა არის ალგოფლექს ფორტე და რისთვის გამოიყენება?
ალგოფლექს ფორტე 600მგ შეიცავს იბუპროფენს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აასს) ჯგუფს. ის მოქმედებს ანთების, ტკივილისა და ცხელების გამომწვევი ნივთიერებების წარმოქმნის შეფერხებით. პრეპარატი განკუთვნილია ზრდასრულებში სხვადასხვა სახის ძლიერი ტკივილის შესამსუბუქებლად, როგორიცაა: თავის ტკივილი (შაკიკის ჩათვლით), კბილის ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი. ასევე გამოიყენება ტრავმების, მოტეხილობების, დაჭიმვების შემდგომი ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ, და გრიპისა და გაციების სიმპტომებისას (მაღალი სიცხე).