ვერაპამილი ჰ/ქ ტაბლეტი 80მგ #50-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ პრეპარატი, თუ:
- გაქვთ ალერგია ვერაპამილზე
- აღგენიშნებათ მძიმე გულის უკმარისობა
- პულსის სიხშირე ძალიან დაბალია (ბრადიკარდია)
- გაქვთ II ან III ხარისხის AV ბლოკადა (გარდა იმ პაციენტებისა, რომლებსაც აქვთ კარდიოსტიმულატორი)
- გადატანილი გაქვთ მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი გართულებებით
- სისტოლური არტერიული წნევა 90 მმ.ვწყ.სვ-ზე ნაკლებია.
სიფრთხილით გამოიყენეთ, თუ:
- გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება
- აღგენიშნებათ კომპენსირებული გულის უკმარისობა
- გაქვთ მიასთენია გრავისი.
ამ მდგომარეობებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.