ვანსეარი ტაბლეტი საღეჭი 4მგ #84-ის დოზის გადაცილების სიმპტომები
დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: ძილიანობას, აგზნებას, აგრესიას, არეულ მეტყველებას, ტაქიკარდიას (გულისცემის გახშირებას), არტერიული წნევის დაქვეითებას ან მომატებას, დისკინეზიას (კუნთების უნებლიე მოძრაობები) და კომას. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას (112) ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას. წამლის შეფუთვა თან წაიღეთ.