ურსობილი HT-ის გაფრთხილებები
არ მიიღო თუ: ალერგია გაქვს ურსოდეზოქსიქოლის მჟავაზე ან კაფსულის რომელიმე კომპონენტზე; ნაღვლის ბუშტში კალციფიცირებული (რენტგენზე ხილული) კენჭები გაქვს; ნაღვლის ბუშტი არ ფუნქციონირებს; ნაღვლის გზების მწვავე ანთება ან გაუვალობა გაქვს; ხშირი ნაღვლის კოლიკა გაწუხებს.
სიფრთხილით: ღვიძლის მძიმე უკმარისობა ან ციროზის დეკომპენსაცია. ექიმს აუცილებლად უთხარი, თუ ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი) გაქვს — შესაძლოა წამლის შეწოვა დარღვეულია.