ტრიპლიქსამი 5მგ/1.25/5მგ#30ტ-ის დოზის გადაცილების სიმპტომები
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა (ჰიპოტენზია), გულისრევა, ღებინება, კუნთების სისუსტე, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაბნეულობა, შარდვის შემცირება. თუ მიიღეთ ტრიპლიქსამი ჭარბი დოზით, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. დაწექით ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ფეხები აწეული. წაიღეთ პრეპარატის შეფუთვა ექიმთან.