ტიბოლონი 2.5მგ-ის გაფრთხილებები
❌ არ მიიღოთ ტიბოლონი, თუ გაქვთ ან გქონიათ: სარძევე ჯირკვლის კიბო ან სხვა ესტროგენ-დამოკიდებული სიმსივნე, სასქესო ორგანოების სიმსივნე, განუსაზღვრელი მიზეზით გამოწვეული სისხლდენა სასქესო ორგანოებიდან, აქტიური ან წარსულში გადატანილი არტერიული თრომბოემბოლია (ინსულტი, გულის შეტევა, თრომბოფლებიტი), ღვიძლის დაავადებები, პორფირია. ⚠ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ: ეპილეფსია, შაკიკი, დიაბეტი, თირკმლის ან გულის უკმარისობა, ჰიპერტენზია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ანამნეზში სარძევე ჯირკვლის დაავადება. პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია სრული სამედიცინო გამოკვლევა, მათ შორის გინეკოლოგიური.