ტეტურამი ტაბლეტი 150მგ #10-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ პრეპარატი, თუ: ბოლო 12-24 საათის განმავლობაში იღებდით ალკოჰოლს; გაქვთ გულის მძიმე დაავადება; ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა; ეპილეფსია ან ფსიქოზი; ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ; გაქვთ ალერგია დისულფირამის მიმართ.
სიფრთხილით უნდა მიიღოთ, თუ გაქვთ: თირკმლის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, რესპირატორული პრობლემები. მკურნალობის პერიოდში ეცადეთ, თავიდან აიცილოთ ალკოჰოლის შემცველი პროდუქტები, მათ შორის ზოგიერთი მედიკამენტი, სუნამო, სახის ლოსიონი და ძმარი.