ტერბექსინი ტაბლეტი 250მგ #14-ის დოზის გადაცილების სიმპტომები
სიმპტომები: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, თავბრუსხვევა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე ან მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას. წაიღეთ პრეპარატის შეფუთვა. შესაძლოა საჭირო გახდეს კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის მიღება.