ტამსულოზინი 0.4მგ-ის დოზის გადაცილების სიმპტომები
ტამსულოზინის ჭარბი დოზის მიღებისას შეიძლება განვითარდეს მწვავე ჰიპოტენზია (წნევის მკვეთრი დაცემა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, სისუსტე, გულის წასვლა. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას (დარეკეთ 112-ზე). ექიმები შეეცდებიან არტერიული წნევის სტაბილიზებას.