რა არის სომნა-რიცი® ფორტე და რისთვის გამოიყენება?
სომნა-რიცი ფორტე მიეკუთვნება სედატიური და საძილე საშუალებების ჯგუფს. ხელს უწყობს ნერვული სისტემის დამშვიდებას და ძილის ბუნებრივი ციკლის აღდგენას.
გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: ძილის დარღვევა (ჩაძინების გაძნელება, ღამით ხშირი გამოღვიძება), ნერვული აგზნებადობა და შფოთვა, სტრესის ფონზე ძილის ხარისხის გაუარესება. ექიმი დანიშნავს მაშინ, როცა არაფარმაკოლოგიური მეთოდები (ძილის ჰიგიენა, რელაქსაცია) საკმარისი ეფექტს არ იძლევა.