სოლანტრა კრემი 10მგ/1გრ 30გრ #1-ის გაფრთხილებები
არ გამოიყენოთ სოლანტრა კრემი, თუ გაქვთ ალერგია ივერმექტინზე ან პრეპარატში შემავალ სხვა ინგრედიენტებზე. არ წაისვათ კრემი დაზიანებულ ან ღია ჭრილობაზე. მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს. თუ კრემი მოხვდა თვალებში, კარგად ჩამოიბანეთ წყლით. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პირთათვის.