სიტაგლიპტინი ნორმონი ტაბლეტი 100მგ #28-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ პრეპარატი, თუ: გაქვთ ალერგია სიტაგლიპტინის ან ტაბლეტის რომელიმე კომპონენტის მიმართ; დაგისვეს მე-1 ტიპის დიაბეტის დიაგნოზი; იმყოფებით დიაბეტური კეტოაციდოზის მდგომარეობაში.
სიფრთხილით მიიღეთ და აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ: წარსულში გქონიათ პანკრეატიტი, გაქვთ თირკმლის უკმარისობა (საჭიროა დოზის კორექცია), გაქვთ ღვიძლის დაავადებები, იღებთ სულფონილშარდოვანას ჯგუფის პრეპარატებს ან ინსულინს (იზრდება ჰიპოგლიკემიის რისკი). 18 წლამდე ასაკის პაციენტებში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.