სინუპრეტი 100მლ ხსნარი ფლ-ის გვერდითი ეფექტები
ყველა წამალს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ აღინიშნება. ქვემოთ ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით დაჯგუფებული ცნობები.
სინუპრეტი კარგად გადაიტანება, თუმცა იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა. ასევე, შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები, კანზე გამონაყრის, ქავილის ან სახის შეშუპების სახით. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.