სერტოფენი ტაბლეტი 25მგ #20-ის გაფრთხილებები
❌ არ მიიღოთ სერტოფენი, თუ:
- გაქვთ ალერგია სერტრალინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
- ღებულობთ ან ღებულობდით ბოლო 14 დღის განმავლობაში მაო-ს ინჰიბიტორებს (ანტიდეპრესანტები, მაგ. იზოკარბოქსაზიდი, ტრანილციპრომინი) ან ლინეზოლიდს (ანტიბიოტიკი).
- გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაზიანება.
⚠ მიიღეთ სიფრთხილით და აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ:
- გაქვთ ან გქონიათ ეპილეფსია ან კრუნჩხვები.
- გაქვთ ან გქონიათ ბიპოლარული აშლილობა.
- გაქვთ სისხლდენის დარღვევები ან იღებთ სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს.
- გაქვთ დიაბეტი.
- გაქვთ გლაუკომა (თვალის შიდა წნევის მომატება).
- წარსულში გქონიათ სუიციდური აზრები ან თვითდაზიანების მცდელობები.
- ხართ ორსულად, გეგმავთ ორსულობას ან ძუძუთი კვებავთ.