სენადექსინი ნეო ტაბლეტი #10-ის გვერდითი ეფექტები
ყველა წამალს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ აღინიშნება. ქვემოთ ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით დაჯგუფებული ცნობები.
ხშირი გვერდითი მოვლენები (>1/100) მოიცავს: მუცლის ტკივილს, კრუნჩხვებს, დიარეას, გულისრევას. იშვიათი გვერდითი მოვლენები (<1/1000) შეიძლება იყოს: თავბრუსხვევა, პირღებინება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენა, ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი, გაუწყლოება, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას ან დოზის გადაჭარბებისას).