რა არის სელენიუმ ფორტე და რისთვის გამოიყენება?
სელენი — ესენციალური მიკროელემენტია: ორგანიზმი თავად ვერ აწარმოებს და საკვებიდან ან დანამატებიდან მიღება სჭირდება. იგი მონაწილეობს ანტიოქსიდანტური ფერმენტის — გლუტათიონპეროქსიდაზას მუშაობაში, რაც უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან (ანუ დაზიანებისგან) იცავს. სელენი მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისთვის, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნორმალური მეტაბოლიზმისთვის და რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის. სელენიუმ ფორტე 200მკგ გამოიყენება: სელენის დეფიციტის პროფილაქტიკა და კომპენსაცია; იმუნური სისტემის მხარდაჭერა; ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ხელშეწყობა; ანტიოქსიდანტური დაცვის გაძლიერება.