როზულიპი ტაბლეტი 20მგ #28-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ პრეპარატი, თუ: გაქვთ ალერგია როზუვასტატინის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; დაგემართათ ღვიძლის აქტიური დაავადება ან ღვიძლის ტრანსამინაზების დონე გაუგებარი მიზეზით მომატებულია; ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ; გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა (ამ შემთხვევაში ექიმი შეარჩევს დოზას).
სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ შემთხვევებში: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, კუნთოვანი სისტემის დაავადებების ანამნეზი, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, 70 წელზე მეტი ასაკი. აუცილებლად აცნობეთ ექიმს ამ მდგომარეობების შესახებ.