რინოქსი 20მლ ცხ/სპრეი-ის დოზის გადაცილების სიმპტომები
დოზის გადაჭარბებისას ან პრეპარატის გადაყლაპვისას შესაძლებელია განვითარდეს ცნს-ის დათრგუნვა (ძილიანობა, ლეთარგია, კომა, სუნთქვის დათრგუნვა), განსაკუთრებით ბავშვებში. მოზრდილებში შესაძლებელია ფსიქომოტორული აგზნებადობა, უძილობა, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მატება. თუ მოხდა დოზის გადაჭარბება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო დახმარებას. შეფუთვა თან იქონიეთ.