რეაგილა კაფსულა 4.5მგ #28-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ, თუ გაქვთ ალერგია კარიპრაზინზე ან კაფსულის რომელიმე კომპონენტზე.
სიფრთხილით (აუცილებლად აცნობეთ ექიმს): გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; ეპილეფსია; ხანდაზმული დემენციის მქონე პაციენტები (სიკვდილიანობის გაზრდილი რისკი); პარკინსონის დაავადება; სისხლში შაქრის პრობლემები ან დიაბეტი; სუიციდური აზრები ანამნეზში; თრომბოემბოლიის რისკ-ფაქტორები. 18 წლამდე ასაკში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.