რა არის რაველი Sr და რისთვის გამოიყენება?
ინდაპამიდი თიაზიდისმაგვარი შარდმდენია. მუშაობს თირკმლებზე — ზრდის ნატრიუმის და წყლის გამოყოფას, რაც სისხლის მოცულობას ამცირებს და წნევას დაბლა სწევს. ასევე ადუნებს სისხლძარღვის კედელს, რაც წნევის კონტროლს აუმჯობესებს.
ექიმი დანიშნავს არტერიული ჰიპერტენზიის (მაღალი წნევის) სამკურნალოდ. შესაძლოა გამოიყენოს მონოთერაპიად ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებასთან კომბინაციაში. გახანგრძლივებული ფორმა (SR) უზრუნველყოფს 24-საათიან თანაბარ მოქმედებას ერთი ტაბლეტით დღეში.