რანიტიდინი 150მგ-ის გაფრთხილებები
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა რანიტიდინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. სიფრთხილე: მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია კუჭის ავთვისებიანი პროცესის გამორიცხვა — რანიტიდინმა შესაძლოა შენიღბოს კუჭის კიბოს სიმპტომები. პორფირიით დაავადებულ პაციენტებში — უკუნაჩვენებია. თირკმლის უკმარისობის დროს დოზის კორექცია სავალდებულოა, ამიტომ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. NDMA-თი კონტამინაციის რისკის გამო, EMA-სა და FDA-ს რეკომენდაციით, პრეპარატი ამოღებულ იქნა მიმოქცევიდან მრავალ ბაზარზე.