ქსილომარინი სპრეი ცხვირის 0.1% 10მლ ფლაკონი #1-ის გაფრთხილებები
არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ: გაქვთ ქსილომეტაზოლინის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგია; ჩაგიტარდათ ცხვირის ოპერაცია (ტრანსსფენოიდული ჰიპოფიზექტომია); გაქვთ ატროფიული (მშრალი) რინიტი; გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა.
სიფრთხილით და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენეთ, თუ გაქვთ: მაღალი არტერიული წნევა, გულის იშემიური დაავადება, ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია), შაქრიანი დიაბეტი, პროსტატის ჰიპერპლაზია, ან მკურნალობთ MAO ინჰიბიტორებით. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში 0.1%-იანი კონცენტრაცია არ გამოიყენება.