რა არის პულმოქსოლი და რისთვის გამოიყენება?
ამბროქსოლი — მუკოლიზური (ნახველის გამათხელებელი) საშუალებაა. მუშაობს ორი მიმართულებით: ერთი მხრივ, ანთხელებს სქელ ნახველს, ხოლო მეორე მხრივ, ააქტიურებს ბრონქების ლორწოვანი გარსის წამწამოვან ეპითელს, რაც ნახველის ამოხველებას უწყობს ხელს.
ჩვენებები: სველი (პროდუქტიული) ხველა სქელი, ძნელად გამოსახველი ნახველით — მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ბრონქული ასთმა (ნახველის კომპონენტით), ბრონქოექტაზიური დაავადება. ასევე გამოიყენება პნევმონიისა და სინუსიტის კომპლექსურ მკურნალობაში ექიმის დანიშნულებით.