პროსპანი 100მლ სიროფი ფლ-ის გვერდითი ეფექტები
ყველა წამალს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ აღინიშნება. ქვემოთ ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით დაჯგუფებული ცნობები.
პროსპანით მკურნალობისას ყველაზე ხშირად აღინიშნება კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, დიარეა და მუცლის ტკივილი. იშვიათად შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება ან სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება).