რა არის პროპილისი და რისთვის გამოიყენება?
პროპოლისი ფუტკრის მიერ წარმოებული ბუნებრივი ფისოვანი ნივთიერებაა, რომელიც შეიცავს ფლავონოიდებს, ფენოლურ მჟავებს და ეთერზეთებს. მოქმედებს ანტიბაქტერიულად და ანთების საწინააღმდეგოდ — ხელს უწყობს ლორწოვანი გარსების დაცვას და აღდგენას.
გამოიყენება: ყელის ტკივილისა და ანთების დროს; პირის ღრუს ლორწოვანის ანთებისას (სტომატიტი, გინგივიტი); ზედა სასუნთქი გზების გაციებისას — დამხმარე საშუალებად; იმუნიტეტის მხარდაჭერისთვის სეზონური გაციებების პერიოდში. პროპოლისი დამხმარე საშუალებაა და არ ანაცვლებს ანტიბიოტიკებს ან ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობას.