ოქსიტოცინი ი/ვ ი/მ ხსნარი საინექციო 5სე/1მლ 1მლ #10-ის გაფრთხილებები
არ გამოიყენება:
- ნაყოფის დისტრესის (ტანჯვის) დროს;
- სამშობიარო გზებში მექანიკური დაბრკოლებისას (მაგ., მენჯის შევიწროება, ნაყოფის თავის არასწორი მდებარეობა);
- საშვილოსნოზე ნაწიბუროვანი ქსოვილის არსებობისას (რისკის შემთხვევაში);
- პლაცენტა პრევიას დროს;
- ოქსიტოცინის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
სიფრთხილით გამოიყენება:
- მრავალმშობიარე ქალებში;
- ტყუპის ორსულობისას;
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ფონზე.
გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საავადმყოფოში, ექიმის პირდაპირი მეთვალყურეობით.