ოდესტონი-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ ოდესტონი, თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სხვა კომპონენტების მიმართ. უკუნაჩვენებია ნაღვლის სადინარების სრულ ობსტრუქციასთან (სრული დახშობა), მწვავე ჰეპატიტთან, ღვიძლის მწვავე უკმარისობასთან, თირკმლის მწვავე უკმარისობასთან და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე ანთებით დაავადებებთან. სიფრთხილით მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე თირკმლისა და ღვიძლის ქრონიკული უკმარისობისას. ექიმმა უნდა შეაფასოს სარგებელი და რისკი.