ნუროფენი ტაბლეტი 200მგ #10-ის დოზის გადაცილების სიმპტომები
იბუპროფენის ჭარბი დოზის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ზოგჯერ დიარეა, ყურებში შუილი, არტერიული წნევის დაქვეითება, კომა. თუ მოხდა ჭარბი დოზის მიღება, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. წაიყვანეთ წამლის შეფუთვა ექიმთან.