ნუროფენ ექსპრესი კაფსულა 200მგ #8-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ, თუ: ალერგია გაქვთ იბუპროფენზე, ასპირინზე ან სხვა აასს-ზე; გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლული; გაქვთ გულის, თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა; იმყოფებით ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
სიფრთხილით: ბრონქული ასთმა, კუჭ-ნაწლავის დაავადებები ანამნეზში, 65 წელზე მეტი ასაკი, სისხლის შედედების დარღვევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ამ შემთხვევებში ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია მიღებამდე.