რა არის ნორმოდიპინი ტაბლეტი 10მგ #30 და რისთვის გამოიყენება?
ამლოდიპინი კალციუმის არხების ბლოკატორია — აფართოებს სისხლძარღვებს, ამცირებს მათში წინააღმდეგობას და აადვილებს გულის მუშაობას. შედეგად, წნევა მცირდება, გულის კუნთი ნაკლებ ჟანგბადს ხარჯავს.
ექიმი ნიშნავს შემდეგ შემთხვევებში: არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა) — როგორც მონოთერაპია ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაციაში; სტაბილური სტენოკარდია — გულმკერდის ტკივილი, რომელიც ფიზიკური დატვირთვის ან სტრესის ფონზე ჩნდება; ვაზოსპასტური (პრინცმეტალის) სტენოკარდია. 10მგ არის მაქსიმალური დღიური დოზა ზრდასრულისთვის. დოზას ექიმი ინდივიდუალურად შეარჩევს.