ნოლპაზა ტაბლეტი 20მგ #14-ის გაფრთხილებები
❌ არ მიიღოთ ნოლპაზა 20 მგ, თუ:
- გაქვთ ალერგია პანტოპროზოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
- ხართ ორსულად ან მეძუძური (ექიმთან კონსულტაციის შემდეგ).
- გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის მძიმე დაავადებები.
⚠ მიიღეთ სიფრთხილით და აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ:
- გაქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნური წარმონაქმნების ეჭვი (პრეპარატმა შესაძლოა შენიღბოს სიმპტომები).
- ღებულობთ სხვა მედიკამენტებს, განსაკუთრებით სისხლის გამათხელებლებს, ანტიფუნგალურ საშუალებებს, ან მედიკამენტებს, რომელთა შეწოვაც დამოკიდებულია კუჭის pH-ზე.
- გაქვთ ოსტეოპოროზი და ხანგრძლივად იყენებთ პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორებს (რისკი იზრდება ძვლების მოტეხილობისა).