ნიზიტა სპრეი ცხვირის 20მლ ფლაკონი #1-ის დოზის გადაცილების სიმპტომები
ჭარბი დოზირების ან პრეპარატის გადაყლაპვის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ცნს-ის დათრგუნვა (ძილიანობა, კომა) ან სტიმულაცია (უძილობა, შფოთვა, ჰალუცინაციები). ასევე მოსალოდნელია გულისცემის შენელება, არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის დათრგუნვა. სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო დახმარებას. თუ პრეპარატი მოხვდა თვალში, ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით.