ნალგეზინი ტაბლეტი 275მგ #10-ის დოზის გადაცილების სიმპტომები
ნაპროქსენის ჭარბი დოზის მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს ძილიანობა, გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, თირკმლის უკმარისობა, სუნთქვის დათრგუნვა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. წაიღეთ პრეპარატის შეფუთვა ექიმთან.