მეტფოგამა ტაბლეტი 500მგ #180-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ, თუ: გაქვთ ალერგია მეტფორმინზე; აღგენიშნება თირკმლის მძიმე უკმარისობა (GFR <30 მლ/წთ); ღვიძლის მძიმე დაზიანება; დეჰიდრატაცია, მძიმე ინფექცია ან შოკი; ალკოჰოლიზმი; დიაბეტური კეტოაციდოზი.
სიფრთხილით: შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება იოდშემცველი კონტრასტული ნივთიერებების გამოყენებით კვლევამდე 48 საათით ადრე და ქირურგიულ ოპერაციამდე. 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში თირკმლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი სავალდებულოა. აცნობეთ ექიმს გულის უკმარისობის არსებობის შესახებ.