ლუცეტამი ტაბლეტი 1200მგ #20-ის გაფრთხილებები
არ მიიღოთ, თუ გაქვთ: ალერგია პირაცეტამის ან პიროლიდონის წარმოებულების მიმართ; თირკმლის მძიმე უკმარისობა; თავის ტვინში ახლო წარსულში მომხდარი სისხლჩაქცევა (ჰემორაგიული ინსულტი); ჰანტინგტონის ქორეა.
სიფრთხილით: სისხლდენის დარღვევებისას, ქირურგიული ოპერაციის წინ (1 კვირით ადრე აცნობეთ ექიმს), ხანდაზმულებში საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლი.