ლინექს-ის გვერდითი ეფექტები
ყველა წამალს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ აღინიშნება. ქვემოთ ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით დაჯგუფებული ცნობები.
ლინექსი, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს: კანის გამონაყარი, ქავილი, ანაფილაქსიური რეაქციები (ძალიან იშვიათად). ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა აღინიშნოს შებერილობა ან დისკომფორტი ნაწლავებში მკურნალობის დასაწყისში, რაც, როგორც წესი, დროებითია.